CONSUL

ხელმისაწვდომობა

ვებ-გვერდზე წვდომა გულისხმობს ყველა ადამიანის მიერ ვებ-გვერდსა და მის შინაარსზე წვდომას, მიუხედავად უნარ-შესაძლებლობებისა (ფიზიკური, ინტელექტუალური ან ტექნიკური) და შემაფერხებელი ფაქტორებისა, რომლებიც გამოყენების კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება წარმოიშვას (ტექნოლოგიური ან გარემოებრივი).

ვებ-გვერდების საყოველთაო მოხმარების მიზნით შექმნა გულისხმობს, რომ შინაარსთან წვდომა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარ პირობებშია შესაძლებელი. მაგალითად:

  • სურათებზე ალტერნატიული ტექსტის დართვით, მხედველობადაქვეითებულ ან მხედველობის არმქონე მომხმარებლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მიღება სპეციალური წამკითხველების საშუალებით.
  • სმენადაქვეითებული მომხმარებლები ვიდეოს შინაარსს სუბტიტრებით სრულად გაიგებენ.
  • თუ შინაარსი მარტივი და ილუსტრირებული ენითაა გადმოცემული, ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მომხმარებლები უკეთ ახერხებენ გაგებას.
  • თუ მომხმარებელს აქვს მობილობის პრობლემები და მაუსის გამოყენება უჭირს, კლავიატურასთან დაკავშირებული ალტერნატივები მას ნავიგაციაში დაეხმარება.

მალსახმობი ღილაკები

ვებ-გვერდით მაქსიმალურად კომფორტულად სარგებლობისთვის, მალსახმობი ღილაკები შემუშავებულია იმგვარად, რომ საიტის მთავარ სექციებთან დაკავშირება მარტივი იყოს.

ნავიგაციის მენიუს მალსახმობი ღილაკები
ღილაკი გვერდი
0 მთავარი გვერდი
1 დებატები
2 ინიციატივები
3 ხმები
4 მონაწილეობითი ბიუჯეტები
5 ადვოკატირების პროცესები

ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერიდან გამომდინარე, კომბინაცია შემდეგი იქნება:

ღილაკთა კომბინაცია ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერის მიხედვით
ბრაუზერი ღილაკთა კომბინაცია
Explorer ALT + მალსახმობი და ENTER
Firefox ALT + CAPS + მალსახმობი
Chrome ALT + მალსახმობი (CTRL + ALT + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში)
Safari ALT + მალსახმობი (CMD + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში)
Opera CAPS + ESC + მალსახმობი

ტექსტის ზომა

საიტის დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს ტექსტის სასურველი ზომა. ამ ფუნქციის გამოყენება ბრაუზერიდან გამომდინარე სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.

ბრაუზერი განსახორციელებელი მოქმედება
Explorer ნახვა > ტექსტის ზომა
Firefox ნახვა > ზომა
Chrome პარამეტრები (ნიშანი) > ფუნქციები > დეტალურად > ვებ კონტენტი > ტექსტის ზომა
Safari ნახვა > მოახლოება/დაშორება
Opera ნახვა > მასშტაბი

ტექსტის ზომის შესაცვლელად, გამოიყენეთ ბრაუზერის მალსახმობი ღილაკები შემდეგი კომბინაციით:

  • CTRL და + (CMD და + MAC-ზე) ტექსტის ზომის გაზრდა
  • CTRL და - (CMD და - MAC-ზე) ტექსტის ზომის შემცირება

სტანდარტებთან და ვიზუალურ დიზაინთან თავსებადობა

ამ ვებ–გვერდის ყველა გვერდი აკმაყოფილებს სამუშაო ჯგუფის მიერ დამკვიდრებულ წვდომის სახელმძღვანელო პრინციპებს ან დიზაინის ზოგად პრინციპებს WAI.