CONSUL

მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმა - CONSUL

ეს სახელმძღვანელო განმარტავს, რა არის CONSUL სექციები და როგორ მუშაობს ისინი.

დებატები

დებატების ფუნქციით შეგიძლიათ მოსაზრების გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც თქვენს ქალაქს და/ან ოლქს ეხება. CONSUL-ის სხვა ფუნქციების საშუალებით კი, შესაძლებელია დებატების პროცესში განხილული იდეები საკრებულოს კონკრეტულ ქმედებებად იქცეს.

  • თქვენ შეგიძლიათ დებატების დაწყება, კომენტარის დაწერა და მათი შეფასება ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ღილაკზე დაჭერით. დებატებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა CONSUL-ზე რეგისტრაცია.
დებატების შესაფასებელი ღილაკები
დებატების შესაფასებელი "ვეთანხმები" და "არ ვეთანხმები" ღილაკები.

ინიციატივები

სამოქალაქო ინიციატივების ფუნქციით შეგიძლიათ წარუდგინოთ ინიციატივები საკრებულოს. ინიციატივები საჭიროებს მხარდაჭერას. საკმარისი ხმების მოგროვების შემთხვევაში, ისინი საჯარო კენჭისყრის ფაზაზე გადავა. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ინიციატივებს საკრებულო განიხილავს მათი შემდგომი განხორციელების მიზნით.

ინიციატივის მხარდაჭერა
ინიციატივის მხარდაჭერა

ხმის მიცემა

ხმის მიცემის ფუნქცია აქტიურდება მაშინ, როდესაც ინიციატივა 1%-იან მხარდაჭერას მიაღწევს და კენჭისყრის ფაზაში გადაინაცვლებს, ან საკრებულო საკითხს თავად გამოიტანს საჯარო კენჭისყრისთვის.

ტექნიკური პრობლემები გაქვთ?

ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს.

იხილეთ ხშირად დასმული კითხვები

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია