CONSUL

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აღიარებს ვალდებულებას, პატივი სცეს თქვენ კოფიდენციალურობას და შესაბამისად, დაიცვას და მართოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ამ გვერდზე მოცემულია, თუ როგორ ვამუშავებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელსაც ვებ-გვერდის საშუალებით გვაწვდით. 

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენზე და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ კონსული პლატფორმას, გვიგზავნით თქვენს მონაცემებს ჩვენს ვებ-გვერდზე დასარეგისტრირებლად და ინტერესდებით ჩენი მომსახურებებითა და განახლებებით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. 

რეგისტრაციის გავლისა და კონსულზე განთავსებული ინფორმაციის - დებატებისა და ინიციატივების გამოწერის შემდეგ, ჩვენგან გამოგეგზავნებათ ელ.ფოსტაზე შეტყობინება თქვენს ინიციატივებზე და კომენტარებზე სხვა მომხმარებლების მხრიდან რაიმე საპასუხო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში. 

  • მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)

ვებ-გვერდით სარგებლობისას, ჩვენ ავტომატურად თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, რაც გვეხმარება თქვენი ბრაზუერისა და ოპერაციული სისტემის გაცნობაში, რათა მოვახდინოთ საიტის ადმინისტრირება. ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი საიტი და, თავის მხრივ, დავრწმუნდეთ რომ საიტი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ამ მიზნით, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ "ქუქი-ფაილები" თქვენს ბრაუზერზე. 

თუ არ გსურთ "ქუქი-ფაილების" შენახვა თქვენს კომპიუტერში, შესაძლებელია ამ ფუნქციის გამორთვა თქვენს ბრაუზერშივე, რაც გავლენას არ იქონიებს საიტის გარშემო თქვენს ნავიგაციაზე. 

2. პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ არ ვამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარესთან მარკეტინგული მიზნებისათვის. 

3. მესამე მხარის სერვისები 

როგორც კი დატოვებთ ჩვენს ვებ-გვერდს ან გადამისამართდებით მესამე მხარის ვებ-გვერდზე ან პროგრამაში, აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეწყვეტს მოქმედებას. 

  • ბმულები

ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ რომელიმე ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას გადამისამართებული საიტის მიერ კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე და გირჩევთ, გაეცნოთ ამ საიტების კონფიდენციალურობის განაცხადებს. 

4. ასაკი 

ვებ-გვერდით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ რომ ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული პირი ან 16-დან 18 წლამდე პირი და გაქვთ ნებართვა მშობლებისგან ან შესაბამისი კანონიერი წარმომადგენლებისგან. 

5. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნიბისმიერ დროს. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ უახლესი ინფორმაცია. შეცვლილი პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია წინა ვერსიაზე. ცვლილებები და განმარტებები ძალაში შევა ვებ-გვერდზე განთავსებისთანავე. 

თუ ამ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, აქვე შეგატყობინებთ, რომ ის განახლებულია,ვინაიდან, თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და რა ვითარებაში ვიყენებთ ან ვამჟღავნებთ მას. 

6. როგორ დაგვიკავშირდეთ

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:

ელ.ფოსტა: