CONSUL

უკან დაბრუნება

მეწარმეობის განვითარება უნდა გახდეს პრიორიტეტული საკითხი გორის მუნიციპალიტეტში


ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-12-2

გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებში მეწარმეობის ხელშეწყობა გახდეს პრიორიტეტული საკითხი მუნიციპალიტეტში შემუშავებულ იქნას მეწარმეობის განვითარების პროგრამა ხელი შეეწყოს ქალი მეწარმეების გაძლიერებას

წარმოდეგნილი ინიციატივები, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, შემუშავებულია პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ და წარმოდგენილია მათ მიერვე მომზადებულ მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტში - რეგიონული განვითარების გზამკვლევში  "მეწარმეობის განვითარება გორის მუნიციპალიტეტში", რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.

დოკუმენტები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის