CONSUL

უკან დაბრუნება

მედიათეკა - მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული მულტიფუნქციური სივრცის შექმნა


ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-12-3

გორში არსებული საბიბლიოთეკო რესურსის გამოყენებით შეიქმნას, ახალი, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თემის განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე - მედიათეკა

წარმოდეგნილი ინიციატივები, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, შემუშავებულია პროექტის „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეთა მიერ და წარმოდგენილია მათ მიერვე მომზადებულ მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტში - რეგიონული განვითარების გზამკვლევში  "მედიათეკა - მულტიფუნქციური სივრცე თემის განვითარებისათვის", რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, და მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.

დოკუმენტები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის